სამცხე-ჯავახეთში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის სამშენებლობის სამუშაოები დაიწყო. ჩატარდა წინასაპროექტო გეოლოგიური კვლევა.
შემდეგი ეტაპი მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადებაა. თავშესაფარი სოფელ სხვილისში აშენდება და სამცხე-ჯავახეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება. სამუშაოებს ძაღლების პოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.