01 აგვისტო 2026,   05:51
ვრცლად
დაპირისპირება, სააკაშვილის ავატარი და ბრძოლა თავმჯდომარეობისთვის - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში" 5 აგვისტოს ყრილობამდე

ისურვებდნენ, თუმცა სხდომის თარიღი თინა ბოკუჩავას თბილისში არყოფნას დაამთხვიეს. ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებს თავად "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც საკუთარ პარტიას დისტანციურად უსვამს კითხვას - რატომ იჩქარეს პოლიტსაბჭოს და რამდენიმე დღეში უკვე ყრილობის დანიშვნა?

ინფორმირებული იყო ბოკუჩავას ზაფხულის გეგმებთან დაკავშირებით პარტიის გენერალური მდივანი. ამის მიუხედავად, პეტრე ცისკარიშვილმა გუშინვე განაცხადა, რომ ნაცმოძრაობის
ყოფილი, თუმცა ყრილობამდე ჯერ ისევ ფორმალური თავმჯდომარის დღის წესრიგზე ყველა ვერ აეწყობოდა.

"ნაცმოძრაობის" გენმდივანი პარტიის ერთადერთი წევრია, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანის საბჭოში მოხვედრის შანსი აქვს. განსხვავებით თინა ბოკუჩავასგან, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. პარტიის უპარტიო რეფორმატორი შეუქცევად კრიზისს სწორედ ამ ორწლიან პერიოდს უკავშირებს.

პარტიაში თვითონაც არ შედის, თუმცა პრეტენზია ბევრი აქვს. ისევე როგორც პირობები - თავმჯდომარეობისთვის. სააკაშვილის რჩეული ითხოვს, რომ ჯერ თავად სააკაშვილმა აირჩიოს საკუთარი თავი პრემიერობის კანდიდატად. ამ არარეალური სურვილის შესრულების რეალური გზა ვირტუალურ სამყაროში აღმოაჩინა მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა. რუსთავის ციხის პატიმარი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საკუთარ ავატარს ქმნის.

სააკაშვილის ამ იდეას ბევრი გამოხმაურება, უფრო ზუსტად კი ბევრი ქილიკი მოჰყვა, თუმცა საქმე იქამდეც მივიდა, რომ სერიოზულად დაიწყეს კამათი საკითხზე - ვინ გამოიყენა პირველად სიტყვა ავატარი?

პასიურ პოლიტიკაში დარჩენილმა ანა დოლიძემ "ნაცმოძრაობის" ლიდერი პლაგიატში დაადანაშაულა.

ორივეს ერთად ტრადიციულად, ჩერგოლეიშვილმა დასცინა.

ნელსონ მანდელასთან თვით გათანაბრებული სააკაშვილის პარტიაში მიმდინარე პროცესები დაუსრულებელ სერიალს ემსგავსება. ასე აღიქვამს საკნიდან მართულ ნაციონალურ მოძრაობას "ქართული ოცნება". მმართველი პარტიის შეფასებით, ამ პოლიტიკური დრამის ფინალიც სტანდარტული - უიმედობა და სრული კრახია.

ვინ და როდის მიიღებს მილოცვას? - ჯერ ბუნდოვანია, ისევე როგორც პოზიციები ნაციონალურ მოძრაობაში. ნანუკა ჟორჟოლიანი თავმჯდომარეობაზე ე.წ. გარდამავალი 6 თვის შემდეგ დაფიქრდება. ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენება ნაფიქრი აქვს ანა წითლიძესაც. თინა ბოკუჩავა პროცესებს მიღმა რჩება. ამავე საფრთხის გამო პარტიის გამოცდილი წევრები კი თავმჯდომარის გარეშე, მართვის კოლექტიურ მოდელს ლობირებენ.. ვისი აჯობებს? ეს 5 აგვისტოს პარტიის ყრილობაზე გაირკვევა.

დღის ამბები