პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰბაზ შარიფი აცხადებს, რომ "ჰამასის" განიარაღების შესახებ შეთანხმების გამოცხადებას მიესალმება.
"შუამავალი ქვეყნები - მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, ეგვიპტე, ყატარი და თურქეთი - განსაკუთრებულ შექებას იმსახურებენ ამ პროგრესის მიღწევაში გაწეული ძალისხმევისთვის," - დაწერა შარიფმა X-ზე.
მან შეთანხმების ნაწილში, დონალდ ტრამპის როლზეც ისაუბრა:
"პრეზიდენტ ტრამპის მამაცური ლიდერობით, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას მშვიდობის საბჭოსთვის".
პაკისტანი ასევე საკვანძო მოთამაშე იყო აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში, რომლებიც აპრილში ისლამაბადში გაიმართა.
"პაკისტანი გამოთქვამს იმედს, რომ ამ მოვლენების ფონზე გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები "ღაზის მშვიდობის გეგმით" გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესასრულებლად," - აცხადებს შარიფი.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, ეს მოვლენები პროცესს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევამდე მიიყვანს.