ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გათიშულია.
"რეაბილიტაციის დასრულებამდე მოქალაქეებისთვის პარკირებით სარგებლობა უფასოა შემდეგ ქუჩებზე: რ. თაბუკაშვილი, ნ. ვაჩნაძე, ნ. შენგელაია, გ. ლეონიძე, სულხან-საბა, პ. ინგოროყვა, ლ. გუდიაშვილი, ა. ფურცელაძე, ა. ჯორჯაძე, გ. ჭანტურია, რ. ლაღიძე, შ. მესხია, ვ. აბაშიძე, მ. ჯავახიშვილი, გ. ახვლედიანი, ძმები კაკაბაძეები, ლ. ქიაჩელი, ნ. ნიკოლაძე, რ. მიმინოშვილი, ა. გრიბოედოვი, ა. ჭავჭავაძე, მ. ლაღიძე, ბესიკი, ზ. ჟვანია, ტ. შევჩენკო, ლ. უკრაინკა, ძმები ზუბალაშვილები, ზ. ჭიჭინაძე", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.