მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ კოლუმბიაში 265-ს გადააჭარბა.
დაშავებულია 3 500 ადამიანი, დაკარგულად ითვლება 500-მდე.
მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს ისევ ეძებენ.
დაზიანებულია დაახლოებით 5 000 სახლი, ათობით შენობა კი დანგრეულია.
7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და მეზობელ სახელმწიფოებში იგრძნობოდა.
ევროკავშირი კოლუმბიის დასახმარებლად 2 მილიონ ევროს გამოყოფს.