18 აგვისტო 2026,   05:59
ვრცლად
საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის ფორმატზე მუშაობენ - The New York Times

საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის ფორმატზე მუშაობენ. ინფორმაციას "ნიუ-იორკ თაიმსი" ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიზანი ევროპული ინტერესების დაცვაა. საერთო პოზიციაზე მუშაობას საფრანგეთი და გერმანია უძღვებიან. დიდი ბრიტანეთი კი ფრთხილობს, რადგან არ სურს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა გაართულოს. სტატიის ავტორს ევროპელმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ არსებობს რისკი, ვაშინგტონმა ევროპა სამშვიდობო პროცესს ჩამოაშოროს და რუსეთთან შეთანხმებას მისი მონაწილეობის გარეშე მიაღწიოს.

დღის ამბები