19 აგვისტო 2026,   21:56
ვრცლად
ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა, რომელიც 80%-იანი ეფექტურობით ხასიათდება - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა, რომელიც 80%-იანი ეფექტურობით ხასიათდება პედიატრიულ პოპულაციაში.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, სამკომპონენტიანი ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული.

"ამ ვაქცინაციისათვის იდეალური პერიოდი არის ოქტომბრის ბოლო - ნოემბრის დასაწყისი. პირველ რიგში, გათვალისწინებულია რისკის ჯგუფებისთვის და რისკი ჯგუფებს მიეკუთვნება სწორედ მცირე ასაკის ბავშვები - ეს არის ორ წლამდე ასაკის ბავშვი, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები, 6 თვიდან ზემო ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია გრიპის დასაშვებია. ქვეყანაში შემოვა სამკომპონენტიანი ვაქცინა. სამკომპონენტიანი ვაქცინის შემადგენლობაში შევა ორი A ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი და ერთი B ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი და 80%-იანი ეფექტურობით ხასიათდება", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები