ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ ახალი, უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომისთვის ემზადება. რამდენიმე საათში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში ბრიფინგი იგეგმება, რომელზეც ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ახალი ეკონომიკური ზომების ამოქმედების გეგმას გამოაცხადებს.
ცნობილია, რომ ვაშინგტონის მიზანია ირანისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური არხების გადაკეტვა და ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია.
ვაშინგტონის გეგმას თეირანის რეაქცია უკვე მოჰყვა. ირანის ხელისუფლება სპარსეთის ყურის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ამერიკულ სანქციებთან შეერთება მტრულ აქტად ჩაითვლება.