26 აგვისტო 2026,   06:44
ვრცლად
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ირანი მისი ერთ-ერთი ვაჟის მკვლელობას ცდილობდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი მისი ერთ-ერთი ვაჟის მკვლელობას ცდილობდა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკითხზე ისრაელის ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში ისაუბრა.

პრემიერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი შვილი გახდა სამიზნე. ამ დრომდე უცნობია სავარაუდო თავდასხმის დეტალებიც.

არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი საკუთარი შვილების დაცვას ითხოვს.

დღის ამბები