26 აგვისტო 2026,   03:05
ვრცლად
"თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ცოდნის გაღრმავების, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის" - პრეზიდენტი პირველკურსელებს სტუდენტობას ულოცავს

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს.

"ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს!

თქვენს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება - ცოდნის გაღრმავების, პროფესიული განვითარების, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის.

განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში.

ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ნათელ მომავალს!" - აღნიშნავს პრეზიდენტი.

დღის ამბები