ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 129 ძირი მუხის სახეობის ხე, საერთო მოცულობით 5 კუბური მეტრი საშეშე მერქანი.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით ხაშურის საქმიან ეზოში გადაიტანეს.სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგის საშუალებით გამოვლინდა.
„ტყის რესურსების უკანონო მოპოვების პრევენციისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, მონიტორინგს თანამედროვე ტექნოლოგიების დრონების, სამხრე კამერებისა და ფოტოხაფანგების გამოყენებით ვახორციელებთ. გამოვლენილ სამართალდარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ბენაშვილმა.