14 სექტემბერი 2026,   18:32
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, ზელენსკის რუსული დიზელის მწარმოებელ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსული დიზელის მწარმოებელ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა.

ტრამპის თქმით, რუსულ ქარხნებზე შეტევები დიზელის საწვავის დეფიციტსა და მისი ფასის მატებას იწვევს. დონალდ ტრამპის განმარტებით, ამ საკითხზე ის უკვე ესაუბრა ზელენსკის. აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, "დარტყმები მთელ მსოფლიოს აზიანებს".

"მოგეხსენებათ, დიზელის დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოდის, რუსულ ქარხნებს კი უკრაინა ბომბავს. მე პრეზიდენტ ზელენსკის ვთხოვე, რომ დიზელის ქარხნებს და ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს არ დაარტყას. დიზელის ფასის ზრდას იწვევს ის ფაქტორიც, რომ რუსეთიდან მისი გამოტანა ჭირს, ეს ის შემთხვევაა, რომელიც მთელ მსოფლიოს აზარალებს," - აცხადებს ტრამპი.

 

 

დღის ამბები