14 სექტემბერი 2026,   16:03
ვრცლად
სოფელ მანავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულია სოფელ მანავში მე-13 და მე-14 ქუჩების რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე იგება არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი და მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა.

პროექტის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

დღის ამბები