აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული, კორტნი ოსტრიანი თბილისის ისტორიულ სინაგოგას ეწვია, ებრაული თემის ლიდერებს შეხვდა და როშ ჰაშანას დღესასწაულთან დაკავშირებით ბედნიერი წელი უსურვა.
"აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული, კორტნი ოსტრიანი თბილისის ისტორიულ სინაგოგას ეწვია და თბილისის ებრაული თემის ლიდერებს შეხვდა. როშ ჰაშანას დღესასწაულთან დაკავშირებით, მან საქართველოს ებრაულ თემს "შანა ტოვა" - ბედნიერი წელი უსურვა. შეხვედრისას, ასევე, ისაუბრეს საქართველოში ებრაული თემის მდიდარ მემკვიდრეობასა და მის ხანგრძლივ ისტორიაზე", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.