21 სექტემბერი 2026,   15:49
ვრცლად
განახლებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია - პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს გახარიას პარტია დაემატა

პარტიების აკრძალვის შესახებ განახლებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია. მმართველი გუნდის სარჩელს დაემატა პარტია "გახარია საქართველოსთვის" არაკონსტიტუციურად ცნობა.

"ქართული ოცნება" გადაწყვეტილების მიზეზად პარტიის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებს, ინსტიტუტების შეურაცხყოფასა და უცხოელ ლობისტებთან ერთად ეროვნული ინტერესების დაზიანებას ასახელებს.

სარჩელის შეტანის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა, დადგენილ ვადაში, "ნაცმოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტების" და უკვე პარტია "საქართველოსთვის" კანონიერებასთან დაკავშირებით მოუწევს.

დღის ამბები