23 სექტემბერი 2026,   10:38
ვრცლად
ნოროვირუსის ფაქტები და გამკაცრებული სანიტარული რეჟიმი - თბილისის ბაგა-ბაღებში დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენას უკავშირდება და ის ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ეყრდნობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის დასრულებისთანავე ბავშვები ჩვეულ სააღმზრდელო პროცესს დაუბრუნდებიან.

დღის ამბები