შეერთებულმა შტატებმა, დანიამ და გრენლანდიამ არქტიკის უსაფრთხოების საკითხზე უვადო შეთანხმება გააფორმეს. ნიუ-იორკში ხელმოწერილი დოკუმენტი რეგიონში ნატოს როლის გაძლიერებას და კუნძულზე ამერიკული სამხედრო ძალების განთავსებას ითვალისწინებს.
ახალი შეთანხმებით, ვაშინგტონი გრენლანდიაში უკვე არსებული ბაზის მოდერნიზებას და დამატებით ორი ახალი სამხედრო ობიექტის აშენებას შეძლებს. პარალელურად, დოკუმენტი კუნძულზე ნატოს არაწევრი ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებასა და ინვესტიციებს ზღუდავს.