"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს," - ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა.
მათივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.