აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაზარდა. - ამის შესახებ ADB-ის სექტემბრის განახლებულ ანგარიშშია საუბარი.
დოკუმენტშია აღნიშნული, რომ პროგნოზის ზრდა ქვეყანაში წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე ძლიერმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა.
ამასთან, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში აღნიშნავენ, რეგიონში გამწვავებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე შეზღუდული დარჩა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკამ 2026 წლის პირველ ნახევარში ზრდის მაღალი ტემპი შეინარჩუნა და 7.9% შეადგინა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, ვითარება, რომელიც ქვეყანაში არის ეკონომიკური განვითარების კუთხით, არის გამორჩეული რეგიონში, ევროპასა და მსოფლიოში.
"აზიის განვითარების ბანკმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და უკვე რამდენიმე შემთხვევაა, როცა საერთაშორისო საპროგნოზო ინსტიტუტები აუმჯობესებენ საქართველოს ეკონომიკურ პარამეტრებს, პროგნოზებს, სავალუტო ფონდი ძლიერ შედეგებს გვპირდება და ვითარება, რომელიც ქვეყანაში არის ეკონომიკური განვითარების კუთხით, არის გამორჩეული რეგიონში, გამორჩეული ევროპაში, მსოფლიოში. საქართველო აგრძელებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და ჩვენ ველოდებით ძლიერ ეკონომიკურ შედეგებს წლის ბოლოსათვის", - განაცახდა მიხეილ დუნდუამ.