24 სექტემბერი 2026,   11:56
ვრცლად
რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა დაარღვია.

ქვეყნის არმიის ოპერატიული სარდლობის ცნობით, „მი-8“ ტიპის შვეულმფრენმა საზღვარი გადაკვეთა და ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე 300 მეტრის სიღრმეში შეიჭრა, სადაც 42 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.

ინციდენტის გამო პოლონეთმა ცაში გამანადგურებლები აწია, ხოლო სახმელეთო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემები მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანეს.

ვარშავის ოფიციალური განცხადებით, რუსეთი მსგავსი ქმედებებით ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობას ამოწმებს. მოსკოვს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსული რაკეტებისა და უპილოტო აპარატების შეჭრის საფრთხეებზე ისაუბრა.

დღის ამბები