24 სექტემბერი 2026,   13:10
ვრცლად
სამწუხაროა, რომ ევროკავშირი სხვისი აზრის შეურაცხყოფას აფინანსებს - გურამ მაჭარაშვილი "კორძის" კონცერტის გაუქმებაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი გორში დაგეგმილ კორძის კონცერტის გაუქმებას ეხმაურება.

"ის ახალგაზრდები, არაახალგაზრდები, რომლებიც, სამწუხაროდ, აი ამ ძალადობრივ პროცესებში იღებენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ყოველთვის შემდგომში აღმოჩნდებიან მარტო და მიტოვებულები. ეს არაერთხელ გვინახავს, სამწუხაროდ, აგერ საპყრობილეში მიატოვეს ახალგაზრდები აქაურმა ე.წ. ვითომ ლიდერებმა, მათ შორის, უცხოეთიდანაც მიატოვებენ, იმიტომ რომ ეს ხალხი სჭირდება უცხოურ ძალას და მის ადგილობრივ წარმომადგენლობას თავისი მიზნების განსახორციელებლად და მეტი არაფერი.

ყოველთვის ასეთი სასოწარკვეთილება ექნება ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის ჩამოკიდებული მხოლოდ ევროკავშირის ვითომ რაღაცა წმინდათა წმინდა ღირებულებაზე, როდესაც პირიქით არის ყველაფერი. სამწუხაროა, მაგრამ რისთვისაც დაფუძნდა ევროკავშირი, რომ ღირებულებები იყოს, სხვისი აზრის პატივისცემა იყოს, ახლა პირიქით, სხვისი აზრის შეურაცხყოფას აფინანსებენ," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გორში დაგეგმილი კორძის კონცერტი გაუქმდა.
გადაწყვეტილების შესახებ ხელოვნების სახლმა და დანიის კულტურის ინსტიტუტმა სოციალურ ქსელში დაწერეს და მიზეზად უსაფრთხოება დაასახელეს. ფესტივალის გაუქმებას სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა კორძი და თქვა, რომ ორგანიზატორებისგან მეტ მხარდაჭერას ელოდა.

გაუქმებული კონცერტი და უპასუხოდ დატოვებული კითხვები - რატომ აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ინსტიტუტი ისეთ მუსიკოსს რომელმაც ქართველ ხალხს აგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დღის ამბები