25 სექტემბერი 2026,   17:00
ვრცლად
"ნაცპროპაგანდისტ ქალბატონ ანი წითლიძეს შეუძლია, მეგის ქარდავას, დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას სახლებთან ჩამოდგეს და იქ ჩაატაროს აქციები - სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედებთან" - არჩილ გორდულაძე

"თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს", - ასე აფასებს "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" და მისი წევრის, ანი წითლიძის განცხადებას - ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები ბიძინა ივანიშვილს დაუკავშიროს.

მმართველი გუნდი უცხოური აგენტურის მორიგ პროვოკაციულ დავალებაზე საუბრობს - ესაა მანიპულირება ადამიანური ტრაგედიებით, როდესაც საპირისპიროს ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ჩვევად აქვს საკუთარი დანაშაულების სხვებისთვის გადაბრალება. მისი თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და პარტიის მთავარი იდეოლოგიისთვის ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს ძირითად პრინციპს.

"ნაცმოძრაობას" სჩვევია ზოგადად თავისივე დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით ერისკაცისთვის და ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და შესაბამისად ჩვენი პარტიის იდეოლოგიაც ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა და ყველას გავახსენებთ მის სიტყვებს, რომ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ მოვექცეთ ისე, როგორც ქართველი ხალხი იმსახურებსო.

ქალბატონი ანი წითლიძე, ეს ჩვეულებრივი "ნაცპროპაგანდისტი", შეიძლება, რომ წავიდეს და, მაგალითად, მეგის ქარდავას, დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას სახლებთან ჩამოდგეს და იქ ჩაატაროს აქციები - იმ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედებთან. როგორც სვავს  სჩვევია, რომ, სხვისი სისხლით, თავისი პირადი სურვილები დაიკმაყოფილოს, ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია ახლა კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც დაემსგავსა პოლიტიკურ სვავს", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები