სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოში აშშ-ს საელჩო.
"დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს და მათ, ვინც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.