28 სექტემბერი 2026,   03:32
ვრცლად
სოხუმის დაცემის დღეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავზე იმყოფებოდა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავზე იმყოფებოდა, მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

მინისტრმა ჟიული შარტავას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

დღის ამბები