საქართველოს პარლამენტის დელეგაციის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს ჰასან ჰასანლის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა STEM, ინოვაციური და ციფრული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების, ასევე, სახელმძღვანელოების გაცვლისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ანტონ ობოლაშვილი.