28 სექტემბერი 2026,   13:32
ვრცლად
ე.წ. კასრების ეპიზოდზე, მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. ქარდავას, ე.წ. კასრების საქმეზე, საბოლოოდ, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ე.წ. კასრების საქმე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც 2013 წლის ივნისში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის ტერიტორიაზე, მიწაში დამარხული 8 კასრის აღმოჩენის შედეგად გამოვლინდა. სამართალდამცველებმა კასრებში დიდი რაოდენობით იარაღი, ასაფეთქებელი, ნარკოტიკული ნივთიერებები, ასევე წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა აღმოაჩინეს. საქმეზე 10-ზე მეტი პირია ბრალდებული, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი მაღალჩინოსნები.

მის მიმართ სხვადასხვა მძიმე დანაშაულზე რამდენიმე განაჩენი უკვე გამოტანილია - 22 სექტემბერს, სასამართლომ, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე ცნო დამნაშავედ. აღნიშნულ საქმეზე მას 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა განსაზღვრული.

 

დღის ამბები