პარლამენტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა. ჯანდაცვის კომიტეტზე წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით ჯამში 7 111 აქტივობა განხორციელდა.
შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 4 312 ინსპექტირება, შემოწმდა 2 045 ობიექტი და საზედამხედველო ღონისძიებები 41 910-მდე დასაქმებულს შეეხო. გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად გაიცა 24 690 მითითება.
განხილვისას ითქვა ისიც, რომ, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის ამოქმედების შემდეგ, სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების რაოდენობა 46%-ით შემცირდა.