28 სექტემბერი 2026,   22:14
ვრცლად
ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ავალიანის საქმეზე: დაცვის მხარეს გვექნება შუამდგომლობა, რომ გ.მ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობს. გამოიკვლევენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. პროკურატურამ რამდენიმე მოწმე უნდა გამოკითხოს.

გიორგი მალანიას ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.

"ქალბატონი ეკას ჩვენებასთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირაა, რაც ბრალდების მხარემ იცის ჩვენი პოზიცია, რომ უდავოდ უნდა გვეცნო. დავკითხავთ პატაკის ავტორ პოლიციელებს, ასევე დავკითხავთ გ.მ.-ს დამკავებელ პირებს, ვინც გ.მ დააკავა ლანჩხუთის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, მოსამართლე განიხილავს გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობას, პატიმრობის გადასინჯვას და ბუნებრივია, აქ კიდევ ერთხელ გვექნება დაცვის მხარეს შუამდგომლობა, რომ გ.მ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს", - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.

დღის ამბები