უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ, 139 ხმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო იმუნიტეტი შეუჩერა.
პეტერ მადიარის მიმართ, შესაძლოა, გამოძიება ქურდობის ბრალდებით დაიწყოს.
როგორც უნგრული მედია წერს, ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ, 21 ივნისს, ბუდაპეშტის ღამის კლუბ "ოტკერტში" მადიარი კამათში ჩაება მამაკაცთან, რომელიც ვიდეოს უღებდა. მადიარმა მოულოდნელად ხელიდან გამოგლიჯა ტელეფონი და, მოგვიანებით, მდინარე დუნაიში გადააგდო. ტელეფონი წყლიდან მყვინთავებმა ამოიღეს.
ცნობისთვის, მადიარმა თავისი ფრაქციის წევრებს სთხოვა, მისთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ. მისი თქმით, დანაშაული არ ჩაუდენია და ახლაც ისევე მოიქცეოდა, როგორც 2 წლის წინ მოიქცა.