28 სექტემბერი 2026,   22:13
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი: 2008 წელს რუსეთი შემოვიდა არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, არამედ, ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, ჩემს მოსაკლავად

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში შემოვიდა "არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად", არამედ, ქვეყნის დასანგრევად და მის მოსაკლავად.

სააკაშვილის განცხადებით, განსხვავებით 90-იანი წლებისგან, საქართველოს 2008 წელს ჰყავდა ნამდვილი ჯარი, რისთვისაც რუსეთს თავისი სამხედრო ძალების სრული მობილიზაცია დასჭირდა.

"2008 წელი იყო სრულიად საპირისპირო, განსხვავებით 90-იანებისგან, ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი, რუსეთს მოუწია ნიღბის ჩამოხსნა და მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და არა ვიღაცის ხელით მოქმედება და ღია აგრესიის განხორციელება. რითაც წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას, შემოვიდა, რა თქმა უნდა, არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, შემოვიდა ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები