თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.