28 სექტემბერი 2026,   23:32
ვრცლად
რამაზ სვანაძის დებიუტი და ნულოვანი ფრე - საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 0:0 დასრულდა

"ერთა ლიგის" მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსა და უკრაინის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა "ერთა ლიგის" პირველი ტური მარცხით დაიწყო ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებთან - მინიმალური ანგარიშით 0:1. უკრაინის ნაკრებმა კი პირველ ტურში უნგრეთში 1:0 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - რამაზ სვანაძე. ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები რამდენიმე დღის წინ დატოვა.

დღის ამბები