29 სექტემბერი 2026,   00:31
ვრცლად
პირველი დაახლოების ნიშნები ოკუპირებულ ტერიტორიებთან გადაიდგა 2012-13 წლებიდან, როცა დაიწყო დაღუპული მებრძოლების ურთიერთგაცვლა და იდენტიფიცირება, როცა ამ ხელისუფლების მხრიდან დაიწყო დაგეგმილი, თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელება - კობა კობალაძე

გენერალ-მაიორი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის კობა კობალაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან პირველი დაახლოების ნიშნები და თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკა 2012-2013 წლებიდან დაიწყო.

ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" ისაუბრა. 

"ვინ იყო მაშინ საბრძოლო მოქმედებებში ჩართული არამარტო საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიიდან, არამედ თვითონ აფხაზეთში მაცხოვრებელი, რომლებსაც გაცილებით უფრო ერთი იდეა ამოძრავებდათ, ეს იდეა არ იყო კვლაზე, არ იყო რაღაც სხვა იდეოლოგიით გაჯერებული, რომ სისასტიკე გამოეჩინათ, არამედ გაჯერებული იყო იმით, რომ იმ პროვოცირებას, რომელიც დღემდე გრძელდება, გასავალი არ ჰქონოდა. 

რომ გავიხსენოთ დინამიკა, პირველი დაახლოების ნიშნები ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ჩვენ ვიცით, ვისი შემოქმედებითაც არის ეს ტერიტორიები ოკუპირებული, სახალხო დიპლომატია რომ არ ჩავთვალოთ, გადაიდგა 2012-2013 წლებიდან, როდესაც დაიწყო ჩვენი დაღუპული მებრძოლების ურთიერთგაცვლის პროგრამა და იდენტიფიცირება. მანამდე ეს თემა დახურული იყო, მანამდე დიპლომატია კი არა, სახალხო ურთიერთობაც არ იყო ამ მიმართულებით. 

როგორც არ უნდა ვისაუბროთ, პირველი ნაბიჯი ისევ ამ ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა, დაგეგმილი, თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელებით. 

მომავალს ვუყურებთ იმით, რომ აფხაზეთის მთავრობასთან ურთიერთობაში, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციასთან ერთად, ჩვენ პერმანენტულად ვახორციელებთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ახალგაზრდა ბავშვების გადმოყვანას აქ, ერთობლივ სპორტულ შეჯიბრებებს, რომლისგანაც აბსოლუტურად გამიჯნულია პოლიტიკა. მაგრამ, არის განცდა იმისა, რომ ჩვენ მომავალ თაობაზე რაღაც აქცენტირება გავაკეთოთ. 

ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულზე ხელი დავიკაპიწოთ და მარტო ერთი მიმართულებით ვისაუბროთ. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რა არის დღეს პრიორიტეტი ჩვენი სამშობლოს გაერთიანებისათვის, სიძლიერისთვის და იმისთვის თუ ვთავაზობთ მათ,"- აცხადებს 

დღის ამბები