01 ოქტომბერი 2026,   00:56
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა გოჩა ქოქოლაძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიხეილ ყაველაშვილს მიაყენა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა გოჩა ქოქოლაძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიხეილ ყაველაშვილს მიაყენა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაფრთხილება მისცა ზაურ კირკიტაძეს, რომელმაც სიძულვილის ენა მარიზ კობახიძის მისამართით გამოიყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კი ამ წუთებში მიმდინარეობს თეონა ბაღდავაძის საქმის განხილვა. მან შეურაცხყოფა ნათია ბერიძეს მიაყენა.

"სასამართლო პროცესზე თავად სამართალდამრღვევი გამოცხადდა, მოცემულ შემთხვევაში თეონა შამილაძე, რომელმაც განმარტა არსებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, აღიარა, მოინანია, შესაბამისად, ხსენებული გარემოება მხედველობაში იქნა მიღებული მოსამართლის მხრიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რომელიც შეეხებოდა სოციალურ სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. ერთ-ერთ ფაქტთან დაკავშირებით ის ერთ-ერთი საქმე გახლავთ გოჩა ქოქოლაძის სამართალდარღვევის საქმე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით და მტკიცებულებები გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლომ, შესაბამისად, ხსენებული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდარღვევად, სახდელის სახით კი გამოყენებული იქნა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით", - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ანი კაკიაშვილმა.

დღის ამბები