30 სექტემბერი 2026,   10:48
ვრცლად
ძალადობის არ დაგმობა არის მისი წახალისება, ამ ყველაფერში ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია დავინახოთ ძალადობისკენ მიმხრობა ევროკავშირის - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ წერილს ეხმიანებიან მმართველ გუნდში. საუბარია პოსტზე, სადაც შალვა პაპუაშვილი კორძისა და სააკაშვილის მხრიდან გინების ფონზე საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაზე, ე.წ. სექტის ქცევასა და ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიციაზე აკეთებს აქცენტს, რომელიც პარლამენტის სპიკერის შეფასებით, ძალადობისა და სიძულვილის წახალისებას უწყობს ხელს. 

უმრავლესობის თქმით, ბოლო დროინდელი მოვლენებით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ეს ყველაფერი შიგნიდან კი არა, გარედან არის დაგეგმილი და მართული.

"არ დაგმობა ძალადობისა არის მისი წახალისება. ამ ყველაფერში ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია დავინახოთ ძალადობისკენ მიმხრობა ევროკავშირისა, ევროპული იმ ძალებისა, რომელთაც საქართველოში ძალადობის მხარდაჭერით, ძალადობის არდაგმობით, რა თქმა უნდა, მისი წახალისების პირდაპირ ინსცენირებას ახდენენ", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები