30 სექტემბერი 2026,   17:19
ვრცლად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის მთავრობასა და ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა; მინისტრმა აქცენტი გააკეთა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. 

"საქართველოსა და ჩინეთს 3 ათწლეულზე მეტია მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობები აკავშირებთ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარდა. 2023 წელს ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, ხოლო მიმდინარე წელს კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი გადავდგით. ივნისში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ ერთობლივად განვაცხადეთ. ეს ერთობლივი გადაწყვეტილება ასახავს ჩვენი თანამშრომლობის მასშტაბს და ახალ შესაძლებლობებს უქმნის ორივე ქვეყანას.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელიც ძალაში 2018 წელს შევიდა, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოებას მყარი საფუძველი ჩაუყარა. 2026 წლის პირველ 8 თვეში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინეთი ამჟამად საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორია", - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

საზეიმო მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც. ღონისძიებაზე შესრულდა ორი ქვეყნის ეროვნული ჰიმნები.

"ჩინეთსა და საქართველოს ურთიერთობები ამჟამად ისტორიაში საუკეთესო ეტაპზეა და თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობებსა და უზარმაზარ პოტენციალს მოიცავს. მომავალ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35-ე წლისთავი აღინიშნება. ჩვენ მზად ვართ ქართულ მხარესთან ერთად ჩვენი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ამოსავალ წერტილად მიჩნევით ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებში კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევას და ორი ქვეყნისა და მათ ხალხებისთვის მეტი სარგებლის მოტანას", - აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ტაი ჩუნიუნგი.

 

დღის ამბები