01 ოქტომბერი 2026,   03:35
ვრცლად
მისი წერილები შეიძლება საინტერესო იყოს პოლიტიკური მემუარებისთვის, მაგრამ მთავარ კითხვებზე პასუხი კვლავ გაუცემელია - ლევან მახაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე

ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს, სადაც მსჯავრდებული ექსპრემიერი პრემიერობის პერიოდზე წერს და ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-საზოგადოებრივი წარმატებები პირადად მისი დამსახურებაა, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ სანამ პასუხი არ გაეცემა მთავარ კითხვას, საიდან გაჩნდა მის სახლში უზარმაზარი რაოდენობის დაუსაბუთებელი ქონება, რაზეც ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებაც არსებობს, ეს ყველაფერი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობისგან გაქცევაა. 

"მისი წერილები შეიძლება საინტერესო იყოს, არ ვიცი, პოლიტიკური მემუარებისთვის - მაგრამ მთავარ კითხვებზე კვლავ პასუხი არის გაუცემელი. რამდენადაც არ უნდა სცადოს გადაიტანოს ყურადღება სხვაზე, იტრაბახოს რაღაც-რაღაცებით და მიიწეროს ყველაფერი, მის პოლიტიკურ საქმიანობას დააბრალოს, ეს მისი გადასაწყვეტია და საზოგადოებამ განსაჯოს.
მთავარი კითხვა ამ წერილებიდან, რაზეც არ არის პასუხი გაცემული და შემდგომ წერილებში იმედია პასუხი გაეცემა, არის, თუ საიდან გაჩნდა მის სახლში დაუსაბუთებელი უამრავი ქონება. სანამ ამ კითხვას პასუხი არ გაეცემა, ეს არის უბრალოდ გაქცევა აი ამ მთავარი კითხვისგან და ამით გაქცევა საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობისგანაც.
პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, საიდან აღმოჩნდა მის სახლში დაუსაბუთებელი, უზარმაზარი რაოდენობის ქონება, რომელთა დაკავშირებითაც ნაწილზე მას თავად აქვს აღიარებითი ჩვენება მიცემული და სწორედ ამისთვის იხდის სასჯელს დღეს ციხეში," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

 

 

 

 

 

დღის ამბები