01 ოქტომბერი 2026,   00:56
ვრცლად
Politico: რუმინეთში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება - პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

რუმინეთის პარლამენტმა ზიგფრიდ მურეშანის მიერ მთავრობის დაკომპლექტების მცდელობა ჩააგდო, რამაც კიდევ უფრო გააღრმა კრიზისი, რომელიც მაისში სამთავრობო კოალიციის დაშლის შემდეგ დაიწყო, - წერს Politico.

პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა პრემიერობის კანდიდატად ევროპარლამენტარი მურეშანი წარადგინა, თუმცა ბუქარესტში გამართულ გადამწყვეტ კენჭისყრაზე კანონმდებლებმა მისი კანდიდატურა არ მოიწონეს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს ოფიციალურად უარყოფს. რუმინეთის კონსტიტუციის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება რეალური ალბათობა იზრდება.

გამოცემის ცნობით პრეზიდენტი არ აპირებს პარლამენტის დათხოვნას და ისეთი ეროვნული არჩევნების დანიშვნას, რომელიც სავარაუდოდ სარგებელს მოუტანს  "რუმინელთა გაერთიანების ალიანსს" (AUR) - პარტიას, რომელიც ამჟამად გამოკითხვებში ლიდერობს.

პრეზიდენტი მოუწოდებს დაპირისპირებულ პოლიტიკურ ლიდერებს, გვერდზე გადადონ უთანხმოება და ახალი კოალიციის შესაქმნელად შეთანხმებას მიაღწიონ.

"პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მიხედონ იმ ხალხს, ვინც მათ მანდატი მისცა", - განაცხადა დანმა ჩეხეთში ვიზიტისას, სანამ პარლამენტში კენჭისყრა გაიმართებოდა.

"როდესაც რუმინელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ ეს კრიზისი უნდა დასრულდეს, არსებობს დიდი შანსი, რომ პოლიტიკოსები შეთანხმების მისაღწევად დაითანხმო".

დღის ამბები