01 ოქტომბერი 2026,   20:19
ვრცლად
სოფელ ველისციხეში საჯარო სკოლას გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება

სოფელ ველისციხეში საჯარო სკოლას გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, რომელიც ერთ თვეში დასრულდება და სასწავლო პროცესი განახლდება - აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.

სკოლის პერსონალსა და მშობლებს განათლების და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეები მხარის რწმუნებულთან ერთად შეხვდნენ.

საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის განახლებას, სკოლის შენობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ადგილზე განსახორციელებელ სამუშაოებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

დღის ამბები