უკრაინაში ომი გრძელდება, კიევზე დრონებით თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 12 დაშავდა.
რუსეთის ძალების სამიზნე გახდა ჩერნიგოვის ოლქიც. ქალაქ პრილუკიში სარაკეტო დარტყმის შედეგად 22 მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვია, დაშავებულია 54.
ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, ქვეყნის რამდენიმე რეგიონს არ მიწოდება ელექტროენერგია.
საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. ბაშკირეთში დარტყმა "გაზპრომის" ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსზე განხორციელდა. რიაზანის ოლქში კი უპილოტო აპარატები ქარხანას და მონაცემთა ცენტრს მოხვდა.