09 ოქტომბერი 2026,   03:52
ვრცლად
პროგრამირება, რობოტიკა, ანიმაციები, სამი დე მოდელირება, ფოტოგრაფია, მუსიკა, ხატვა, ხელოვნური ინტელექტი - ქუთაისში "თუმოს" სასწავლო ცენტრი გაიხსნა

პროგრამირება, რობოტიკა, ანიმაციები, სამი დე მოდელირება, ფოტოგრაფია, მუსიკა, ხატვა, ხელოვნური ინტელექტი - ახალგაზრდებს დღეიდან განათლების მიღება, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსებულ "თუმოს" სასწავლო ცენტრში შეუძლიათ. სხვადასხვა პროგრამაში 1500-ზე მეტი ახალგარდა უკვე დარეგისტრირდა. ცენტრი ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გახსნა.

"თუმო" საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო მოდელია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. საქართველოში პირველი ცენტრი "საქართველოს ბანკთან" პარტნიორობით დაარსდა. "თუმო" მოზარდებს თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილებას სთავაზობს.

საგანმანათლებლო პროგრამა, 12 დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან სექტორებს მოიცავს. საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კრეატიულ მიმართულებებზე. ცენტრის გახსნას დღეს "თუმოს" დამფუძნებელი და განვითარების დირექტორი ესწრებოდა.

"თუმო" ახალგზარდებს აძლევს შანსს განავითარონ ტექნიკურ, შემოქმედებით და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული უნარები. განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე აკეთებს აქცენტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე.

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც "თუმო" განთავსდა, 24 ივლისს გაიხსნა.

მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას აერთიანებს.

დღის ამბები