აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, დონალდ ტრამპს მშვიდობა სურს, თუმცა მზადაა ამისთვის ყველაფერი გააკეთოს, რაც საჭიროა:
"ტრამპს მშვიდობა სურს, თუმცა მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა ამ მიზნის რეალურად და ისტორიული მასშტაბით მისაღწევად. ტრამპი არ არის პრეზიდენტი, რომელიც თამაშებს თამაშობს. ის არ არის პრეზიდენტი, რომელიც დროს ზედმეტად ფლანგავს,"- აღნიშნა ჰეგსეტმა.