"დღეს ჩატარდა საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები. მომავალი სამი წლის განმავლობაში კავშირს უხელმძღვანელებს ავსტრალიის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტანზანიაში ვიზიტის დროს, მედიასთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პარლმანეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე შედგა.
"წლების განმავლობაში, ამ კავშირის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვქონოდა კოლეგიალური თანამშრომლობა. ვუსურვებ მას წარმატებას. მთლიანად, ვფიქრობ, რომ ასამბლეა იყო ძალიან წარმატებული, ზოგადად, როგორც კონფერენცია, მაგრამ ასევე ჩვენი დელეგაციისთვისაც მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები, რომელიც გავმართეთ.
გვქონდა შესაძლებლობა, რომ ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრის. გვესაუბრა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ორმხრივი ურთიერთობის ჩვეულ სტრატეგიულ კალაპოტში დაბრუნების მნიშვნელობაზე და გზებზე და დარწმუნებული ვარ, რომ მექნება მალე კვლავ შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.