"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ ბანალურ ჭეშმარიტებას - როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება რაიმე თვლად და სამართლიან კრიტერიუმებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი და მათ შორის უსწრებს-ხოლმე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ეს ანგარიშიც ამის დასტურია", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მოწინავე პოზიციაზეა.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ყველა ასეთი ანგარიში წინა პლანზე წევს ევროკავშირის კამპანიას, რომლის მიზანიც ქართველი ხალხი გაშავებაა.
"როგორც კი ხდება ობიექტური შეფასება ევროკავშირის წევრების ნახევარზე წინ ვართ. აღარაფერი ვთქვათ კანდიდატ ქვეყნებზე. ამიტომ, ყოველი ასეთი ანგარიში კვლავ გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს და თავადაც ახორციელებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი გააშავოს, წარმოაჩინოს კაციჭამიებად და უღირს ხალხად.
ამაში ხარჯავს ბრიუსელი დღეს ფულს, ამაში ხარჯავს თავის პოლიტიკურ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ მოხდეს ქართველი ხალხის გაშავება, მაგრამ ყოველ ჯერზე ამგვარი კვლევები და ანგარიშები ამხელს ბრიუსელის, მისი ემისრების მავნე მიზნებს და აჩვენებს სიმართლეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.