ინდექსაციის წესით განსაზღვრულის ნაცვლად - გაორმაგებული. 2027 წლის პირველი იანვრიდან, 70 წლამდე მოქალაქეების პენსია 20-ის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება. მაღალმთიან დასახლებებში კი ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის, 20 პროცენტიანი დანამატის ჩათვლით, ყოველთვიური სარგო 468 ლარს მიაღწევს. მომდევნო წლის ბიუჯეტში 60 ლარით გაიზრდება, 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეების საბაზისო პენსია, რაც 555 ლარია. მაღალმთიან დასახლებებში კი ამ სეგმენტისთვის 665 ლარია გათვალისწინებული.
2027 წლის ბიუჯეტში, მთავრობის ახალი სოციალური ინიციატივით - 128 მილიონი ლარი დაიხარჯება. ყველა ასაკის საპენსიო საჭიროებების უზრუნველსაყოფად კი 840 მილიონ ლარზე მეტი. ამ მონაცემების მიუხედავად, მმართველი გუნდის ოპონენტები ამტკიცებენ რომ პენსიის ზრდა მეტად არის შესაძლებელი. თუმცა ვერ ამბობენ დამატებით რა თანხების აკუმულირება უნდა მოხდეს ბიუჯეტში, გაზრდილი ვალდებულებების დასაფარად.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სპეკულაციების პასუხი სახელმწიფო ბიუჯეტის ის მაჩვენებლებია, რომლის მიხედვით, სოციალური დანახარჯები წინა წლებთან შედარებით, ისტორიულ მაქსიმუმზეა. დეპუტატები რომლებმაც ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უნდა დაამტკიცონ, ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციის გათვალისწინებით, ინდექსაციის მიღმა პენსიების ზრდა, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
ახალი ინიციატივა საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრმა გააცნო. მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ სოციალურ ხარჯებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედია გამოყოფილი, რაც ნიშნავს, რომ ხარჯები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა, რომლის გადალახვა შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს. ამ ფონზე კი, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ფისკალური რისკების მართვა.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში წლის ბოლომდე დამტკიცდება.