14 ოქტომბერი 2026,   01:02
ვრცლად
ალბანეთში,საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

ალბანეთში, განათლების სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა, ექვსი სამართალდამცველი კი დაშავდა.

დემონსტრანტებმა სამინისტროს შენობას ქვები და კვერცხები ესროლეს. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

პოლიციის განცხადებით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა შენობის გარე ღობე დააზიანა, შემდეგ კი სამინისტროს ეზოში შესასვლელი ჭიშკარი დაამტვრია. მათ ასევე ჩაამსხვრიეს ფანჯრები და დააზიანეს შენობის ფასადი. სამართალდამცველების ცნობით, მოწოდების მიუხედავად, შეეწყვიტათ შენობაზე თავდასხმა, დემონსტრანტები პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს, თუნუქის ქილებს, ქვებსა და სხვა მყარ საგნებს ესროდნენ.

სტუდენტები პრემიერ-მინისტრ ედი რამას მთავრობის წინააღმდეგ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და სასწავლო დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესებასა და სათანადო ფინანსურ დახმარებას მოითხოვდნენ.

დღის ამბები