მოლდოვის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კიშინიოვის შურს და ამიტომ "ქართული ოცნების" ლიდერები მის ქვეყანას აკრიტიკებენ.
"საქართველო არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ გაგვაკრიტიკოს. მოლდოვას მიმართ დიდი შური აქვთ, რადგან მოლდოვა უფრო სწრაფად მოძრაობს ევროინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენ მივიწევთ წინ" - განაცხადა გროსუმ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 7,2%-ით გაიზრდება, ხოლო მოლდოვის - 1,5%-ით. საქართველოში მშპ-ის დეფიციტი 3,5% იქნება, ხოლო მოლდოვაში - 22%. საქართველოში ინფლაცია 5,4% იქნება და მომავალში 3%-მდე შემცირდება, ხოლო მოლდოვაში - 8,6%.