16 ოქტომბერი 2026,   00:41
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი ერთმხრივ გვიმტკიცებს, რომ თითქოს ჩამოშორდა რუსულ ენერგომატარებლების წყაროებს, სინამდვილეში, 350 მილიარდი ევრო აქვს გადახდილი ევროკავშირს რუსეთისთვის ომის დროს, იმაზე მეტი ვიდრე უკრაინას აძლევს ევროკავშირი

გასულ წელს, რუსეთში, ლატვიამ და პოლონეთმა ღვინის მასშტაბური ექსპორტი განახორციელეს  - "ქართული ოცნებისთვის" ეს ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურია.

თემას ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი არც ერთი ქვეყანა "ფულის კეთებას" ომის დროს არ ერიდება, მაშინ, როდესაც მუდმივად ამბობენ, რომ სრულად ჩამოშორდნენ რუსულ ბაზარს.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ევროკავშირის ქმედებები პირდაპირ მიუთითებს ფარისევლობაზე, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველო ამ ფარისევლობას თავიდანვე არ აჰყოლია და, რომ ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

"ფარისევლობა ევროკავშირი უნდა გერქვას შენ, აი ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვრჩა საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრისგან, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ შესაბამისობაში მოვიყვანოთ საგარეო პოლიტიკასთან ჩვენი საგარეო პოლიტიკური განცხადებები, გულისხმობდნენ რუსეთზე სანქციას და ყველამ კარგად იცოდა არ გეგონოთ აქ ვინმე მიამიტი არის ევროკავშირში.

ყველამ კარგად იცის როგორც კი საქართველო წავა ესკალაციის გზაზე რუსეთთან ამას მოჰყვება საპასუხო ნაბიჯები და ეს საპასუხო ნაბიჯები ნიშნავს სრულად ჩაკეტვას ამ მიმართულების, რაც შესაბამისს ზიანს მოიყვანს.

აღვნიშნავ, რომ თვითონ ძალიან მშვენივრად გადამყიდველების როლშიც კი გამოდიან და სხვისი ღვინო გააქვთ, იმ ქვეყნებს, რომლებსაც ღვინის წარმოება არ აქვთ, საქართველოს უსწრებდნენ, საქართველოსთან ახლოს არიან და ვხედავთ რომ არც ერთი ქვეყანა არ ერიდება ფულის კეთებას ომის დროს, მაშინ როდესაც ზეპირად ამბობენ თითქოს მთლიანად ჩამოშორდნენ რუსულ ბაზარს, ჩვენ ამ ფარისევლობას არც თავიდან ავყოლილვართ, ჩვენ ვამბობთ რომ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესები არის, რომ გვქონდეს წვდომა მათ შორის რუსულ ბაზარზე, როგორც ექსპორტის ისე იმპორტის სახით, ეს გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი ბიზნესის შემოსავლები იყო მზარდი, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ეკონომიკა იყოს მზარდი, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გვქონდეს წვდომა იაფ ენერგო რესურსებზე, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ.

ევროკავშირი ერთმხრივ გვიმტკიცებს, რომ თითქოს ჩამოშორდა რუსულ ენერგომატარებლების წყაროებს, სინამდვილეში, 350 მილიარდი ევრო აქვს გადახდილი ევროკავშირს რუსეთისთვის ომის დროს, იმაზე მეტი ვიდრე უკრაინას აძლევს ევროკავშირი. აღმოჩნდა, რომ ღვინო გააქვთ პირდაპირ ან ფარულად სხვადასხვა ქვეყნების გამოყენებით, გადამყიდველების გამოყენებით კვლავ შეაქვთ რუსეთში და რაღა უნდათ მაშინ, ჩვენ რაღას გვესარჩლებიან ამ ყველაფრის შემდეგ. ეს აჩვენებს, აბსოლუტურ ფარისევლობას ევროკავშირის პოლიტიკისა." - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები