15 ოქტომბერი 2026,   18:57
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი სავალუტო ფონდის ანგარიშზე: კვლევები აჩვენებენ, რომ ძალიან კარგად ვასრულებთ ამომრჩევლისგან მიღებულ დავალებას, ვინაიდან ეს შედეგები ნათელი არის ყველა ობიექტურ კვლევაში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს. მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ერთპიროვნულად ლიდერობს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოზიტიურ მაჩვენებლებს, საქართველოს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას უკავშირებს და დეტალურად საუბრობს იმ მიზეზებზე, რომელმაც განაპირობა ეკონომიკური პროგრესი. 

"საზოგადოება ხედავს, რომ ყველა კვლევა, რომელიც ქვეყნდება, ადასტურებს ერთ რამეს, რომ საქართველოს ხელისუფლება აქვს სწორი პოლიტიკა ყველა მიმართულებით და ეს სწორი პოლიტიკა გამომდინარეობს საზოგადოების დაკვეთისგან, რომ საზოგადოებას აქვს დღეს ორი უმთავრესი დავალება მიცემული საქართველოს ხელისუფლებისთვის, ერთი - უზრუნველყოს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამისკენ არის მიმართული და აჩვენებს, რომ სწორ გზაზე დგას სახელმწიფო - უმუშევრობის შემცირება, სიღარიბის შემცირება, ყველა ეს შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ ამ დავალებას ჩვენი ამომრჩევლისა პირნათლად ვასრულებთ და მეორე, ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა, რომლისთვისაც ასევე მნიშვნელოვანი არის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება ჩვენი ქვეყნის, ამიტომ ჩვენ ამ ორ მთავარ დავალებას, რომლებიც მიღებული გვაქვს ჩვენი ამომრჩევლისგან, ვასრულებთ და კვლევები აჩვენებენ, რომ ძალიან კარგად ვასრულებთ, ვინაიდან ეს შედეგები ნათელი არის ყველა ობიექტურ კვლევაში." - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით წელს ისტორიულ მაქსიმუმს 32 600-ზე მეტ დოლარს აღწევს, 2031 წლისთვის კი მაჩვენებელი თითქმის 47 000 მდე უნდა გაიზარდოს. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2026 წელს ისევ ორნიშნა იქნება. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, საქართველოს 2028 წლიდან მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პერსპექტივა გაეხსნება.

 

დღის ამბები