15 ოქტომბერი 2026,   22:50
ვრცლად
ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა

მარგინალური ოპოზიციური ალიანსის მორიგი განცხადება 25 ოქტომბრიდან საპროტესტო კამპანიის დაწყებისა და 28 ნოემბერს „მასშტაბური აქციის“ გამართვის შესახებ, კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მათი სტრატეგიის ეფექტურობასა და რეალურ შესაძლებლობებზე, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, მარგინალური ოპოზიციურ ჯგუფები დალპა, ვინაიდან, მათ არ გააჩნიათ საზოგადოებისთვის რეალური დღისწესრიგი, იდეა, მოტივაცია, კონსტრუქციული ალტერნატივა და მათი მთელი ტაქტიკა მხოლოდ ქუჩის აქციებსა და პოპულისტურ ლოზუნგებს ეფუძნება.

"მარგინალური ოპოზიციური ალიანსის მორიგი განცხადება 25 ოქტომბრიდან საპროტესტო კამპანიის დაწყებისა და 28 ნოემბერს "მასშტაბური აქციის" გამართვის შესახებ, კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მათი სტრატეგიის ეფექტურობასა და რეალურ შესაძლებლობებზე. ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა!
წლების განმავლობაში საზოგადოება ხედავს ერთსა და იმავე სცენარს: რადიკალური რიტორიკა, „ხისტი პროტესტის“ დაანონსება და დაპირებები, რომლებიც საბოლოოდ პოლიტიკურ ბალასტად და უშედეგო მცდელობებად რჩება.

მარგინალური ოპოზიციურ ჯგუფები დალპა. მათ არ გააჩნიათ საზოგადოებისთვის რეალური დღისწესრიგი, იდეა, მოტივაცია, კონსტრუქციული ალტერნატივა და მათი მთელი ტაქტიკა მხოლოდ ქუჩის აქციებსა და პოპულისტურ ლოზუნგებს ეფუძნება, ასეთი მოძრაობები სწრაფად კარგავენ ხალხის ნდობასა და მხარდაჭერას. აღარც უცხოძალებსაც აღარ აინტერესებს ამათი უშედეგო ბოგინი!

საბოლოო ჯამში, მსგავსი სამოქმედო გეგმა არა პოლიტიკურ ცვლილებებს, არამედ საკუთარი რესურსების სრულ ამოწურვასა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის საბოლოო დაკარგვას იწვევს", - წერს სადღობელაშვილი.

დღის ამბები